სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალციხეში 26 წლის თარჯიმანი ქალი დააკავეს, რომელსაც ბრალად ირანის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობა ედება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თარჯიმანმა ირანის მოქალაქეს – 28 წლის ბ.ხ.-ს თავისი ნაცნობი პროკურატურის თანამშრომლად გააცნო და ვითომდა სისხლის სამართლის საქმეზე გადასახდელი ჯარიმის სახით 500 ლარი გამოართვა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულიხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.